საზოგადოება
სოციალური კარადა დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით ხორციელდება პროექტი "სოციალური კარადა"ლოზუნგით - "ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არა აიღეთ". პროექტს შეუერთდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 
"სოციალური კარადის" გაკეთება ახალგაზრდული საკრებულოს იდეა იყო. იდეა მოგვეწონა, გამგეობა ამ ბავშვებს დაეხმარა, გამოვყავით ადგილი, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებდნენ ტანსაცმლის მოტანას სოციალურად დაუცველთათვის. შევიკრიბეთ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, მოვიტანეთ ტანსაცმელი. დიდი იმედი მაქვს, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ფართო ფენა გაიგებს ამ იდეის შესახებ, გაცილებით მეტი ადამიანი ჩაერთვება აქციაში. ასე ერთმანეთის გვერდში დგომით უფრო ლამაზ ქვეყანაში, უფრო ლამაზ მუნიციპალიტეტში ვიცხოვრებთ. სიკეთე ზოგადად გადამდებია და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ტიპის აქციები სხვა უფრო კარგ იდეებს დაბადებს და ასე ერთიანობით შევძლებთ იმას, რომ ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე დღევანდელი" - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
სოციალური კარადა სათნოების სახლში განთავსდება და მსურველებს შესაძლებლობა ექნება ტანსაცმელი იქ მიიტანონ.
| Print |
FaceBook Twitter Google