საზოგადოება
ქართულმა ღვინომ 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა
9 დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო კონკურსში "საკურა" უმაღლესი ჯილდოები - ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. დაჯილდოებული ღვინოებია:

ორმაგი ოქრო - "საფერავი რეზერვი. 2005" კომპანია "კახური";
ოქრო - "საფერავი. 2008", კომპანია "კახური";
ოქრო - "საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013", კომპანია "ლუკასი";
ოქრო - "მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013", კომპანია "თელავის ღვინის მარანი";
ოქრო - "მარანი. რეზერვი. 2007" კომპანია "თელავის ღვინის მარანი";
ვერცხლი - "მუკუზანი იბერიული. 2013", კომპანია "შუმი";
ვერცხლი - "ნაფარეული. 2013", კომპანია "შუმი";
ვერცხლი - "სატრაპეზო საფერავი. 2012", კომპანია "თელავის ღვინის მარანი";
ვერცხლი - "საფერავი ქვევრის. 2011", კორპორაცია "ქინძმარაული".

"საკურას" საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
სულ კონკურსში 35 ქვეყნის 3543 ღვინო იყო წარდგენილი, დეგუსტაციები გაიმართა მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით.
"საკურას" კონკურსში "ორმაგი ოქროს" ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2016 წლის 8 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს - ბრილიანტის (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს ღონისძიებებში წარმატება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას, არა მარტო იაპონიის, არამედ ზოგადად აზიის ბაზარზე.
| Print |
FaceBook Twitter Google