საზოგადოება
გურჯაანში სოფლის პროგრამებისთვის მილიონ 129 ათასი ლარი გამოიყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" მილიონ 129 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს.   წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 34 ათასი ლარითაა გაზრდილი. სიახლეა ისიც, რომ დაგეგმილი სამუშაოების შემსრულებელი გამარტივებული ელექტრონული ტენდერით უნდა გამოვლინდეს. დარჩენილი თანხა კი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ყოველ წელს ხორციელდება. დაფინანსება წელს 34 ათასი ლარით გაიზარდა. ეს თანხა სოფლებზე გადანაწილდა მოსახლეობის აღრიცხვის ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. ჩატარდება სოფლის კრებები და იქ მოსახლეობა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას შესასრულებელ სამუშაოებზე. "-აღნიშნა სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზაქრო ქაჩლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი 2009 წლიდან ხორციელდება და ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 50 მილიონი იხარჯება.




| Print |
FaceBook Twitter Google