საზოგადოება
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ მათ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. რუსეთის არმიამ საქართველოს დედაქალაქი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.
კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც მთავრობას ავალებს ყოველ 25 თებერვალს, ასეულ
ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
ამ დღეს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google