საზოგადოება
გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის საგაზაფხულო სეზონი დაიწყო
ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო სეზონის პირველი ტური გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობას 23 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
"დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა. ოთხი რაუნდის შემდეგ გამოვლინდება ექვსი გუნდი, რომელიც ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას. საბოლოოდ კი პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საჯარო სკოლები გამოვლინდება, რომლებიც შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების სამსახურის სპეციალისტმა დავით მურაკაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო ტური 4 მარტს 3 საათზე გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google