საზოგადოება
დაუბრუნდებათ თუ არა მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმი
Speqtri.ge დაუბეგრავი მინიმუმის გაცემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტეს, მიმდინარე წელს მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმი უკან აღარ დაუბრუნდებათ.

„დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ ცნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 2013 წელს გაჩნდა ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით. ის მიზნად ისახვდა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მხარდაჭერას, ეს იყო ერთგვარი სოციალური პროექტი. როდესაც ცვლილება განხორციელდა, იქვე დაითქვა ცვლილების მოქმედების ვადა. ცვლილების თანამხად, დაუბეგრავი მინიმუმი უნდა გაცემულიყო 2013-2014 წლის შემოსავლების მიხედვით. ასე რომ, პროექტი დახურულია“- განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ჩვენს კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება ისევ მიიღონ, ხატია მოისწრაფიშვილმა გვითხრა, რომ შემოსავლების სამსახური მხოლოდ კანონაღმასრულებელი ორგანოა.
რაკი დაუბეგრავი მინუმიმის ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნოდა, ჩვენ ისევ ამ უწყებას მივმართეთ. თუმცა იქ პასუხი არ გაგვცეს და ისევ შემოსავლების სამსახურში გადაგვამისამართეს.
| Print |
FaceBook Twitter Google