საზოგადოება
კახეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის ოლქის აღმასრულებელ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია ქალაქ მინსკში, მინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის ადმინისტრაციის შენობაში შედგა. დოკუმენტს ხელი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა და მინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე სემიონ შაპირომ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, რეგიონებს შორის თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურულ თანამშრომლობას.
როგორც კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა აღნიშნა, შეთანხმების თანახმად მხარეები მხარს დაუჭერენ რეგიონებს შორის ტურიზმის, მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართა მინსკის ოლქის სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან.
| Print |
FaceBook Twitter Google