საზოგადოება
რას ითვალისწინებს საგადასახადო რეფორმა
2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადის რეფორმა ამოქმედდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ბიზნესს, უფრო მომზადებული შეხვდეს მოგების გადასახადის ახალ მოდელს და მინიმუმამდე შეამციროს ის პოტენციური რისკები და ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა მოჰყოლოდა რეფორმის მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებას.

ნოდარ ხადურის განმარტებით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება:

• პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს - ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება, რაც ასევე გულისხმობს ადმინისტრირების გამარტივებას. აღნიშნული ცვლილება კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება.

• მეორე ეტაპზე მოხდება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება.

• მესამე ეტაპი შეეხება საფინანსო სექტორს, რომელზეც კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება.
| Print |
FaceBook Twitter Google