საზოგადოება
აფეთქების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ბრიუსელში თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მონაცემები ამ დრომდე არაა დაზუსტებული.


დღეს დილით მომხდარი ტერაქტების შემდეგ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

დახურულია აეროპორტები, გაუქმებულია ყველა რეისი, შეჩერებულია მეტროსადგურის მუშაობაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.


 

| Print |
FaceBook Twitter Google