საზოგადოება
როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი
ძველი ტრადიციების თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.

მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა. მორწმუნეები ხორბალს ბზობის კვირას თესენ.

როგორ და რა დროს უნდა დაითესოს ხორბალი, რომ სააღდგომოდ მოესწროს:
აიღეთ დაახლოებით 500 გრამი ხორბლის მარცვალი, გარეცხეთ, დაასხით შემთბარი წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ.დილით წყალი უნდა გადაიღვარეთ და ხორბალი ისევ გაირეცხეთ. ჩაყარეთ მინის ქილაში და თავზე დაფარეთ. დადგით თბილ ადგილას და 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ.

მომდევნო დღეს კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი და ლანგარზე 1-1,5 სმ სისქეზე გაანაწილეთ. ლანგარი სასურველია,გამათბობელთან დადგათ. რაც უფრო თბილად იქნება, უფრო სწრაფად გაიზრდება.

ლანგარზე დაფენილ ხორბალს მორწყვა არ სჭირდება. მხოლოდ ზემოდან სანამი პულვიზატორით მოასხურეთ წყალი დილა-საღამოს, რომ არ გამოშრეს. დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიერ დათესილი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google