საზოგადოება
როგორ გამოვაცხოთ პასკა
აღდგომის დღესასწაული პასკის გარეშე წარმოუდგენელია. კარგი პასკის გამოსაცხობად კი მზადება რამდენიმე დღით ადრე იწყება.

გთავაზობთ რეცეპტებს, რომლებიც პასკის გამოცხობაში დაგეხმარებათ.

1.  0,5 ჩ/ჭ შაქრის ფხვნილისგან და 1 ჩ/ჭ წყლისგან გავაკეთოთ სეროფი. ჩავყაროთ გარჩეული და კარგად გარეცხილი ქიშმიში (300გრ) და ვადუღოთ 5 წთ. მოდუღების შემდეგ ქიშმიში საწურზე დავაწყოთ, სეროფი კი შევინახოთ. ღრმა ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი თბილი რძე, 1 ჩ/ჭ შაქარი, 100 გრ ფქვილი, 50 გრ საფუარი (საფუარი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა რძეში) და ხელით კარგად გავადნოთ. დავაფაროთ პოლიეთილენი, დავდგათ თბილ ადგილზე დაახლოებით 20 წთ.

ამასობაში მოვზილოთ ცომი. 10 კვ. გულითა და 0,5 კგ შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. ცალკე ჯამში აცთქვიფოთ ცილები. დავამატოთ 1 პატარა კოვზის პირი ლიმონის მჟავა ან მარილი და ვთქვიფოთ სანამ ღრუბელს არ მივიღებთ. დავუმატოთ 500 გრ. შაქარი და გოგლი-მოგლი. გავაგრძელოთ თქვეფა. შევურიოთ გამდნარი 2 შეკვრა მარგარინი, 150 გრ კარქი, 200 გრ ზეთი, საფუარიანი ცომი (თავიდან რომ მოვამზადეთ) და ხელით სათუთად ვურიოთ. დავუმატოთ 4 ც. ვანილი და ქიშმიში (300 გრ. სეროფში რომ მოვამზადეთ). პარალელურად ვურევთ.

დავუმატოთ 1 ს/კ მუსკატის კაკალი, 1 ს/კ ილი, 1ს/კ კარდამონი, 1 ს/კ ლიმონის ცედრა და ცოტა მარილი.
ზელვის დროს ხელი უნდა დავისველოთ ზეთში. ფქვილი დავაცრათ იმდენი რომ ფაფუკი ცომი გამოვიდეს. დაახლოებით 2-2,5 კგ. ეს მასალა დავდოთ თბილად და როცა ამოვა, ჩავზილოთ. ეს უნდა მოხდეს 2-ჯერ. შემდეგ ფორმებში გავანაწილოთ. ხელები ყოველთვის ზეთით უნდა დავისველოთ და ისე შევეხოთ.

ცომი გადავანაწილოთ საცხობ ფორმებში, ზემოდან მოვუსვათ კვერცხის გული, რომ არ დასკდეს. შევდოთ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 150 გრადუსზე. გამომცხვარ პასკას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.


2. ერთი ლიტრი რძე გავათბოთ. დავამატოთ საფუარი, მარილი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და 0,5 კგ ფქვილი. კარგად გადავურიოთ დავდგათ სითბოში რომ აფუვდეს.

ცალკე 10 კვერცხის (გულიან-ცილიანად) და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 500 გრამი კარაქი, წინასწარ გამზადებული სანელებლები, 2 კილო ფქვილი და მოვზილოთ ცომი 30-35 წუთი (მინიმუმ).

ცომის ზელისას ხელი დავისველოთ ზეთში. უნდა გამოგვივიდეს თხელი მაგრამ შეკრული მასა. დავდგათ სითბოში. ამოფუვდება- ჩავზილოთ. გავიმეოროთ ეს კიდე ორჯერ. ყოველი ჩაზელისას ხელი ვისველოთ ზეთში. შემდეგ გადავანაწილოთ (ცხიმწასმულ და პერგამენიან) ფორმებში 1/3 ზომაზე. როცა ცომი გადიდდება გამოვაცხოთ 180-190 გრადუსზე. ცხვება 45-60 წუთი პასქის სიდიდის მიხედვით.

მასალა მომზადებულია ინტერნეტ საიტების მიხედვით.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პასკა /