საზოგადოება
მემორანდუმი საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის
ალავერდის საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
მემორადუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხთა განმხილველი ერთობლივი საბჭოს შექმნას ითვალისწინებს. საბჭოს მიზანი „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმებით გარკვეული საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა იქნება.

მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობისთვის ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულების შენარჩუნებაზე ზრუნვა და ამ მიზნით სათანადო მექანიზმების შემუშავება.


| Print |
FaceBook Twitter Google