საზოგადოება
გურჯაანის პოლიციამ ობელისკზე გაკეთებული წარწერებისთვის ახალგაზრდა ამხილა
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის ახალგაზრდა გამოავლინეს, ვინც დიდების მემორიალზე წარწერები გააკეთა. საქმე შემდეგი რეაგირებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა.

როგორც აღნიშნული სამსახურის უფროსმა დურმიშხან ამისულაშვილმა  განმარტა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია, თუმცა პოლიციისგან ოფიციალური მიმართვა ჯერ არ მიუღია. შესაბამის რეაგირებას სწორედ მიმართვის შემდეგ მოახდენენ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში დიდების მემორიალზე მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამფითეატრის კედელზე ახალი წარწერები გაჩნდა.




| Print |
FaceBook Twitter Google