საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს,
აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. ეს 2014 წლის მოსახლეობის
საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგებია.
მონაცემების თანახმად, 2002 წელთან შედარებით
მოსახლოება 15%ით ნაკლებია. ქალაქად 2 122 623 ადამიანი
ცხოვრობს, ხოლო სოფლად 1 591 181.
სტატისტიკის მიხედვით, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მეტად
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა შემცირდა – 37.4%-ით.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 29%-ს უტოლდება,
მხეთა-მთიანეთში- 24.8%-ს, იმერეთში- 23.4%-ს, კახეთში- 21.6%-ს,
გურიაში- 21%-ს, შიდა ქართლში- 15.7%-ს, ქვემო ქართლში- 14.6%-ს, ხოლო
აჭარაში – 10.6%-ს. თბილისის მოსახლეობა კი 2.5%-ით გაიზარდა.
აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6%
პროცენტია, 15-64 წლის- 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%. 2002 წლის
აღწერასთან შედარებით, 2014 წელს 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის
მოსახლეობის წილი მოსახლეობაში 2.4%-ით შემცირდა და 18.6% შეადგინა.
ასევე, 0.8%-ით გაიზარდა 15-64 წლის მოსახლეობის წილი.
ეროვნების
მიხედვით მოსახლეობის პროცენტული განაწილება ასეთია: 87%
ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1%
სხვა.
მასალის გამოყენების პირობები