საზოგადოება
გურჯაანის გამგეობამ მოქალაქე წარწერებისთვის 50 ლარით დააჯარიმა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა დიდების მემორიალზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა. პირი, რომელმაც ობელისკზე წარწერები გააკეთა, 50 ლარით დაჯარიმდა.

-"აღნიშნული პიროვნებას ჯარიმა დაეკისრა 50 ლარის ოდენობით.  ასევე  თავადვე გაასუფთავა დიდების მემორიალი წარწერებისგან, მეორედ რომ აღარ ჩაიდინოს მსგავსი რამ"- აღნიშნა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დურმიშხან ამისულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გურჯაანში დიდების მემორიალზე მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამფითეატრის კედელზე ახალი წარწერები გაჩნდა. კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ის ახალგაზრდა გამოავლინეს, ვინც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა. საქმე შემდეგი რეაგირებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს ჰქონდა გადაცემული.



| Print |
FaceBook Twitter Google