საზოგადოება
სოფელი ველისციხე დაისეტყვა
რამდენიმე წუთის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: ველისციხე, შაშიანი და კალაური დაისეტყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ დაზიანებულია მარწყვის ნარგავები და ვენახი. მათივე თქმით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის თქმით, აღნიშნულის თაობაზე პირველადი ინფორმაცია უკვე მიიღეს.

"სოფელ ველისციხიდან უკვე გვაცნობეს, რომ სეტყვამ მოსახლეობა საკმაოდ დააზარალა. თუმცა ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცით რა სახის ზარალი მიადგა სოფელს. სიტუაციას ადგილზე შევისწავლით და დეტალებიც ამის შემდეგ გვეცოდინება. რაც შეეხება კალაურსა და შაშიანს, ამ სოფლებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს."

speqtri.ge-ს ინფორმაციით, დაისეტყვა ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google