საზოგადოება
9 მაისს გურჯაანს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრება
ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ქალაქ გურჯაანს  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრება.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა, თუმცა, ვის შეხვდება და რა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, უსაფრთხოების მიზნით, ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
ჩვენთვის ამ ეტაპზე ისაა ცნობილი, რომ პრეზიდენტი კახეთის სხვა რაიონებში სტუმრობას არ გეგმავს.

9 მაისს გურჯაანში, დიდების მემორიალზე მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი. რამდენიმე დღეა აღნიშნულ ტერიტორიას ასუფთავებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google