საზოგადოება
ჩალაუბანში 150 ჰეტარი ვენახი განადგურდა
გუშინ მოსულმა სეტყვამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა. განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახი, მარწყვის ბაღები.
დაისეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები- ტიბაანი და ძველი ანაგა, დასეტყვილია ქალაქი საგარეჯო, სოფლები ჩაილური და კაკაბეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელი ნანიანი, დარჩეთი, არაშენდა და ჯიმითი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ჩალაუბანში. სადაც დაახლოებით 150 ჰექტარი ვენახი განადგურდა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა სრულად არ ამუშავებულა.

-"რამდენიმე დანადგარმა იმუშავა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. მაისის ბოლომდე ვერ მოხდება სრულად ამუშავება."- განუცხადა speqtri.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა თამარ გვარიშვილმა.

ზარალს გამგეობებში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.
| Print |
FaceBook Twitter Google