საზოგადოება
ჩალაუბანი დაიტბორა [Video]
უხვი ნალექის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მოსახლეობის ნაწილს ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დაეტბორა.
მათი თქმით, გზის რეაბილიტაციის დროს სანიაღვრე არხები კუსტარულად მოეწყო. მილები წყლის ნაკადს ვერ ატარებს და წვიმის დროს პრობლემები ექმნებათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ამ წუთებში მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩალაუბანი /