საზოგადოება
თელავსა და სიღნაღს ელექტროენერგია შეუწყდება
18 მაისს სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება.

06:00 -დან 14:00 სთ-მდე ენერგომომარაგება შეეზღუდება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვარდისუბანს, რუისპირს, ყარაჯალას, იყალთოს, ნაფარეულს, სანიორეს, ფშაველს, ლალისყურს და ართანას. ასევე თელავში- ალაზნის გამზირს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ორგანიზაციებს და საწარმოებს.

10:00 -დან 11:00 სთ-მდე ენერგომომარაგება შეეზღუდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ძველ ანაგას, ყარაღაჯს, ხირსას და ხორნაბუჯს.

სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებში ენერგომომარაგება ისევ აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google