საზოგადოება
3 737 400 ლარი სამების ტაძარში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად
სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიქროს სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 3 737 400 ლარი გამოეყო.

"სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი"
- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარაში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. დაიწვა სტამბის ტერიტორია - 1200 კვადრატული მეტრი ფართობი.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სამება /