საზოგადოება
"იბანეზი უდაბნოში" -ანიმაციური ფილმი გურჯაანელი ბავშვების ავტორობით [Photos]
გურჯაანში ორდღიანი ანიმაციური ფილმების ფესტივალი ,"თოფუზი" გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. მათ სპეციალისტებთან ერთად ანიმაციური ფილმი შექმნეს.

"ჩვენ დავხატეთ ანიმაციური გმირები და გავაკეთეთ მულტფილმი, შემდეგ გავაფერადეთ და გავაცოცხლეთ გმირები.ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მივიღე მონაწილეობა და კმაყოფილი ვარ"-აღნიშნა კესო ხიზანიშვილმა.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ანიმაციის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზურაბ დიასამიძემ განაცხადა, ბავშვებმა რთულ დავალებას კარგად გაართვეს თავი.
"გურჯაანის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარეთ ვორქშოპი, სადაც დავამზადეთ ერთწუთინი ანიმაციური ფილმი "იბანეზი უდაბნოში". გურჯაანში განსაკუთრებული ბავშვები არიან. თავიდან ცოტა გაუჭირდათ მუშაობა, მაგრამ შემდეგ ძალიან იაქტიურეს. 23 ბავშვი მონაწილეობდა და მინდა ვთქვა, რომ ყველამ კარგად გაართვა თავი დავალებას. ამგვარად შეიქმნა გურჯაანში პირველი ანიმაციური ფილმი. დღეს იყო სწორედ მისი პრეზენტაცია. იმედი გვაქვს, ახლადშექმნილი ფილმი ოქტომბრის თვეში ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდება."

მისივე თქმით, ფესტივალის მიზანია საქართველოში კინო დარგისა და ანიმაციური ჟანრის განვითარება.


| Print |
FaceBook Twitter Google