საზოგადოება
"სპექტრი" 13 წლისაა
პირველ რიგში საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვინდა მივულოცოთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. დამოუკიდებლობა, ის მონაპოვარია, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის განვითარებას.
დღეს „სპექტრის“ დაბადების დღეცაა, 2003 წლის 26 მაისს გაზეთის პირველი ნომერი დაიბეჭდა.
რეგიონში მედიასივრცის განვითარებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემის არსებობის სურვილი ამოძრავებდა სარედაქციო გუნდს, რომელიც „სპექტრის“ პირველ ნომერზე მუშაობდა, სწორედ ამ მოტივაციით შეირჩა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.


თავისუფლება ისე არ მოდის...


„მე ვიცი, რომ ადამიანი თავდაპირველად, საკუთარ თავში უნდა პოულობდეს თავისუფლების სურვილს და იმასაც აცნობიერებდეს, რომ თავისუფლება ისე არ მოდის... ისიც ვიცი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. გააზრება, იმისა, რომ შენი საქმიანობით, მცირედი წვლილი მაინც შეგაქვს სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში, ნამდვილად საამაყოა.
13 წელია, ერთგულად და პატიოსნად ვემსახურებით დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, სწორედ ამის გამო ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი ამაყი უნდა იყოს. მინდა ყველა „სპექტრელს“ მივულოცო ეს დღე, ასევე მათ, ვინც სხვადასხვა წლებში თავს „სპექტრელად“ თვლიდა და დღესაც ჩვენი გამოცემის ერთგულია, ჩვენი გაზეთის მკითხველებს და ვებგვერდის ვიზიტორებს, რადგან, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ვარსებობთ, "- მაია ყალაბეგაშვილი „სპექტრის“ დირექტორი.


ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, რომ ჩვენი მუშაობისთვის ხელი არ შეეშალოთ..


"გილოცავთ "სპექტრის" იუბილეს! ამბობენ, 13 "თარსი" რიცხვიაო, მაგრამ მე მჯერა, ეს წარმატების წელი იქნება. ჩვენ გვექნება რადიო აზერბაიჯანულ ენაზე, ვებგვერდი მრავალათასიანი ვიზიტორებით და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტუდია. "სპექტრი - რასაც სხვები ვერ ამბობენ", შეიცვლება სლოგანით, „ყველაზე რეიტინგული გამოცემა..."
მე მიყვარს "სპექტრი" და "სპექტრელები" და ვისურვებდი ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, რომ ჩვენი მუშაობისთვის ხელი არ შეეშალოთ,"- ნატალია ბარბაქაძე, მედიაგამოცემის რედაქტორი.


4 წელი სპექტრთან ერთად

"გილოცავთ 13 წლის იუბილეს „სპექტრელებს“, ასევე ერთგულ მკითხველს, მათ ვისაც ვეიმედებით, ყოფილ „სპექტრელებს“, მათ, ვისაც პატარა ქვა მაინც აქვს დადებული, რომ დღემდე მოვსულიყავით. აქ დაახლოებით ოთხი წლის წინ მოვედი და ზუსტად ვიცი, რომ არ შევმცდარვარ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ისეთი სითბო დამხვდა, მალევე ვიგრძენი თავი მათიანად. უამრავ წარმატებას ვუსურვებ „სპექტრს“, რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად," - თამარ კაპანაძე, ჟურნალისტი.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში
სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების
ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი
ძალიან მცირეა.
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი ძალიან მცირეა.
12:58 / 21.01.2019
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის
„სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ
ტიდესტრომმა გადასცა.
პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონის“ წოდება კახეთმა მოიპოვა. ჯილდო კახეთის გუბერნატორს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა გადასცა.
14:21 / 19.01.2019
საზოგადოებაში არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვებით
პენსიასთან დაკავშირებით. დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა, საჭირო იყო
თუ არა ეს რეფორმა და რა პრინციპით უნდა მოხდეს თანხის საპენსიო
ფონდში გადარიცხვა.
საზოგადოებაში არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით. დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა, საჭირო იყო თუ არა ეს რეფორმა და რა პრინციპით უნდა მოხდეს თანხის საპენსიო ფონდში გადარიცხვა.
17:47 / 18.01.2019
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია გადაადგილება.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტს დაბრკოლებების გარეშე შეუძლია გადაადგილება.
11:06 / 18.01.2019
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფელ გურჯაანის, ვეჯინის, ჭანდრის და ძირკოკის მოსახლეობასთან შედგა.
13:37 / 17.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.