საზოგადოება
ჭადრაკის ტურნირში გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა
დღეს გურჯაანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით „პაპას ბაღში“ შეჯიბრი გაიმართა მკლავჭიდსა და ჭადრაკში.

„ჭადრაკში პირველ ადგილზე მეოთხე საჯარო სკოლა გავიდა, მათ ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები გადაეცათ. მეორე ადილი დაიკავა მეორე საჯარო სკოლამ,მესამეზე კი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მათაც შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები მიიღეს. თითო გუნდში ორი ბიჭი და ერთი გოგონა თამაშობდა.
რაც შეეხება მკლავჭიდს, იქ მედლები ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშადა,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.
მისივე თქმით, მკლავჭიდში პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები, დიპლომები და მაისურები გადაეცათ.
| Print |
FaceBook Twitter Google