საზოგადოება
კურორტ ახტალაზე სეზონი გაიხსნა [Photo]
გურჯაანში, კურორტ "ახტალაზე" სეზონი უკვე გაიხსნა და ამ დროისთვის 24 დამსვენებელია.

" სტუმრები გვყვავს ბაქოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, რა თქმა უნდა ადგილობრივებიც. გააჩნია რა ტიპის ოთახებში არიან, ფასებიც ამის მიხედვითაა, არის 72 და 62 ლარიანი ნომრები. აქ შედის სამჯერადი კვება, ბინით განთავსება, ტალახის პროცედურა, მასაჟები და ფიზიოთერაპია. ერთდროულად 70 დამსვენებლის მიღება შეგვიძლია, სეზონი ნოემბერში დასრულდება"- აღნიშნა "ახტალის" დირექტორმა გოგა უტიაშვილმა.

ახტალა — ტალახით სამკურნალო კურორტია. თბილისიდან 122 კმ, ხოლო ზღვის დონიდან 412 მეტრზე მდებარეობს. მას ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.), ისტორიკოსი პ. იოსელიანი და ექიმი ა. მესხიშვილი (XIX ს.). ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.

ახტალაზე არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა, სააბაზანო (ტალახსამკურნალო). ჩვენებები: მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. სეზონი აპრილ-დეკემბერში.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახტალა /