საზოგადოება
თელავის ბაღებს სათამაშოები და ინვენტარი გადასცეს
თელავის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაღს, თვითმმართველი თემის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა სათამაშოები და ინვენტარი გადასცა.

ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების გაერთიანებ”-ის დირექტორმა – გიორგი კოჭლოშვილმა კი, მათ სააღმზრდელო ლიტერატურა გადასცა.
„სკოლამდელი განათლება - ეს არის ის ეტაპი აღსაზრდელის ცხოვრებაში, რომელიც დიდად განსაზღვრავს მის სამომავლო წარმატებას. თითოეული ჩვენთაგანი სათანადოდ ვაცნობიერებთ ამ სფეროს მნიშვნელობას და ვცდილობთ ვიზრუნოთ ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ასეთი შესანიშნავი საჩუქრებისთვის,სათამაშოები და ის ინვენტარი,რომელიც ბაღებს გადაეცათ ნადვილად აუცილებელი იყო".-აღნიშნა გიორგი კოჭლოშვილმა.

საჩუქრების გადაცემის პროცესს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე- ზურა სვიმონიშვილი და საბავშვო ბაღების გამგეები ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google