საზოგადოება
სიღნაღის თეატრის მსახიობები კანადაში არალეგალურად დარჩნენ
სიღნაღის თეატრის კანადაში გასტროლი, დიდ წარმატებასთან ერთად, 6 ადამიანის არალეგალურად დარჩენით დასრულდა. ესენი არიან რადისტი, მხატვარი, მომღერალი და სამი მსახიობი.

„მართლაც, ცუდი ფაქტი მოხდა. დასიდან რამდენიმე სუსტი პიროვნება იქ დარჩა და ამ წარმატებას ჩრდილი მიაყენა. ვიზები 15 ნოემბრამდე გვქონდა. ჩვენი რაიონის წარმომადგენელი, რომელიც კანადაში 18 წელიწადია ცხოვრობს და ეტყობა ამ საქმეებით არის დაკავებული, შეგხვდა და რამდენიმე ადამიანი გადაიბირა. მათ დაპირდა, რომ საათში 20 დოლარიან სამუშაოზე მოაწყობდათ. ამ გაჭირვებულ ადამიანებს ასეთი შეთავაზება მოეწონათ და დარჩნენ. რა თქმა უნდა, ამით დავზარალდი, რადგან როდესაც დავბრუნდებოდით, სპექტაკლი სატელევიზიოდ უნდა ჩაგვეწერა. “- აღნიშნა თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, დასი მუშაობას არ შეწყვეტს, რადგან ახალი კადრით დააკომპლექტებს.
„სპექტაკლის ჩაწერა აგვისტოს შუა რიცხვებში გადავიტანე. ვაპირებ, ახალი მსახიობები მოვიყვანო. ძველი მსახიობები რომ დაბრუნებიან, თეატრში აღარ მივიღებ. მომდევნო კვირაში ვგეგმავ თეატრალურ ინსტიტუტს ვესტუმრო, ჩემს დასს აუცილებლად შევავსებ და ჩვეულებრივ რიტმში გავაგრძელებთ მუშაობას. “

მურად ვაშაკიძის თქმით, თეატრი შემოდგომაზე ისრაელშია მიწვეული, ასევე მოწვევა აქვთ ინდოეთიდანაც.
| Print |
FaceBook Twitter Google