საზოგადოება
ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისათვის [Photos]
დღეს გურჯაანიხ საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში პროექტის "ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისათვის" დახურვის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლის 40 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტი დაფინანსებული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ. დაგეგმილი აქტივობები განხორციელდა პროგრამის ფარგლებში „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის “ GE GALLS.

პრეზენტაციაზე მოეწყო ბავშვების მიერ მომზადებული ვიდეო კლიპების ჩვენება. დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, წიგნები და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები. ღონისძიებას „სპექტრის“ თანამშრომლები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები და პროექტის კოორდინატორი ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google