საზოგადოება
ფხოველში ანდრონიკაშვილების საფლავები აღმოაჩინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველში მდებარე ,,ბარბარეს" სახელობის ეკლესიაში, რესტავრაციის დროს თავად ანდრონიკაშვილების საფლავები აღმოაჩინეს.

,,ბარბარეს" ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია,რომელსაც საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს " დაფინანსებით სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება. ეკლესიის ინტერიერში მიმდინარე სამუშაოების დროს,ერთი მეტრის სიღრმეზე , ერთიმეორის გვერდით. ანდრონიკაშვილების სამი საფლავი იქნა აღმოჩენილი, ეკლესიაში დაკრძალულნი არიან: თავადი ადამ იესეს-ძე
ანდრონიკაშვილი და მისი მეუღლე თინათინ გიორგის-ასული ანდრონიკაშვილი. საფლავებს შორის კიდევ ერთი მცირე ზომის საფლავის ქვა დევს,რომელზედაც არსებული წარწერა კარგად არ იკითხება და შესაძლებელია მათ რომელიმე შვილს ეკუთვნოდეს. გადმოცემით წმინდა ,,ბარბარეს" სახელობის ეკლესია თავად ანდრონიკაშვილების საგვარეულო(კარის)ეკლესია იყო,რაც დასტურდება მათი საფლავების აღმოჩენით.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.

მისივე თქმით, ეკლესიის რეაბილიტაცია შემოდგომისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. რაც შეეხება საფლავებს, ისინი ისევ ეკლესიის ინტერიერში დარჩება.
| Print |
FaceBook Twitter Google