საზოგადოება
გურჯაანის გამგეობა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დაეხმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს დააფინანსებს. საკითხი საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს. გამგეობა მათ ყოველთვიურად ლოგოპედის მომსახურების საფასურს გადაუხდის.

„ რაიონში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მეტყველების თერაპიისთვის ლოგოპედის ხარჯები, 60 დან 150 ლარამდე დაუფინანსდებათ. სულ 6 ბავშვია და ამჟამად აქედან, მხოლოდ ორი საჭიროებს დახმარებას. დანარჩენები პატარები არიან. “-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნათია გიორგაძემ.

მისივე თქმით, თანხა სოციალური პაკეტიდან გამოიყოფა.


| Print |
FaceBook Twitter Google