საზოგადოება
ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" ივანიშვილმა შეიძინა
ნიკო ფიროსმანის ტილო "შველი წყლის პირას" ,ლონდონში "სოტბის" აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.
აუქციონზე ტილო  629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ნახატის საწყისი ფასი 150 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.
’’შველი წყლის პირას’’ რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.

ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს "კრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით" 1, 5 მილიონ დოლარად შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

წყარო:commersant.ge
| Print |
FaceBook Twitter Google