საზოგადოება
ღონისძიება ფშაველში
"მერების შეთანხმების" პროექტის ფარგლებში  თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიზნით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსაწავლეები და მასწავლებლები. ახალგაზრდებმა ღონისძიების ფარგლებში მოაწყეს ნახატების გამოფენა,რომელიც ეხებოდა განახლებადი ენერგიის წყაროებს და ენერგოდამზოგ ტექნოლოგიების თემას. ახალგაზრდებს მაისურები და სერთიფიკატები გადაეცათ.

თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა  ზურაბ ენუქიძემ, ახალგაზრდებს წარუდგინა პრეზენტაცია და ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაწყებულია შენობების ენერგოეფექტურობის შეფასება და გამოყოფილია 50 ათასი დოლარის გრანტი, რომელიც სოფელ ფშაველში მშენებარე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად დაიხარჯება".-აღნიშნა მან.

ღონისძიებას თვითმმართველი თემის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სოფიო ახმეტელი,თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი და კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი  მაია დათუნაშვილი ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფშაველი / თელავი /