საზოგადოება
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ინიციატივა "ეროვნულ ფორუმს“ ეკუთვნის.

კანონპროექტით, ამნისტია ვრცელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან თავისუფლდებიან პირები (მამაკაცები70 წლის, ხოლო ქალები 65 წლის ასაკიდან) 2015 წლის 31 დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ამავე კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


| Print |
FaceBook Twitter Google