საზოგადოება
"დელტამ" ლაგოდეხი სეტყვისგან სრულად ვერ დაიცვა
სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები ონანური და ჭაბუკიანი დააზარალა. რთული მდგომარეობაა ჭაბუკიანში, სადაც მოსახლეობის ნაწილს ვენახები გაუნადგურდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

როგორც speqtri.ge-ს სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტაში განუცხადეს, იმდენად მასიური ღრუბლის მასა იყო, რომ დამუშავება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა. მათივე თქმით, გასროლამ ზარალის ოდენობა შეამცირა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს სეტყვამ კახეთი უკვე რამდენჯერმე დააზაარალა. დაისეტყვა საგარეჯო, სიღნაღი, გურჯაანი და ყვარელი.



| Print |
FaceBook Twitter Google