საზოგადოება
ჩემპიონატის ღია სცენაზე ჩვენება დღეს დაიწყება
გურჯაანის დიდების მემორიალზე დღეს 23 საათზე „ევრო 2016“-ის ტრანსლაცია გაიმართება. როგორც ვიცით, ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყო, მაგრამ წვიმების გამო, ღია ცის ქვეშ ჩვენება აქამდე ვერ მოხერხდა.

რობიზონ პეტრიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს:
„მე ველოდებოდი ჩემპიონატს, როგორც მითხრეს, ობელისკებზე უნდა ეჩვენებინათ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ვიმედოვნებ, მოგვეცემა საშუალება ღია ცის ქვეშ ჩემპიონატს მეგობრებთან ერთად ვუყუროთ და ეს ტრადიცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება.“

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა განაცხადა, ჩვენება ტრადიციულ სახეს მიიღებს.
„მოვუწოდებ მოქალაქეებს, მოვიდნენ, შეიქმნან საფეხბურთო განწყობა და ერთად ვუგულშემატკივროთ ფავორიტ გუნდებს. ასეთი ტიპის ღონისძიება მომავალ წლებშიც სისტემატურ ხასიათს მიიღებს.“

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ღია ცის ქვეშ, დიდების მემორიალზე 2012 წელსაც აჩვენეს.

| Print |
FaceBook Twitter Google