საზოგადოება
გურჯაანში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს [Photos]
დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე გურჯაანშიც აღნიშნეს.

დღის სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციარებმა კონცერტი გამართეს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამ თემებზე მუნიციპალიტეტში მუშაობს საბჭო, რომელიც ცდილობს გამოკვეთოს ბენეფიციარების პრობლემები და შემდგომში გადაჭრას ისინი.ამიტომ ჩვენ ხშირად მოვდივართ აქ. დღეს ვესტუმრეთ სათემო და დღის ცენტრს. შევახსენეთ ყველას, რომ ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. “-აღნიშნა შშმ პირთა პრობლემებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატო მამუკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 14 ივნისს აღინიშნება. 1995 წელს, სწორედ ამ დღეს მიიღეს საქართველოს კანონი " შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის" შესახებ. მისი აღნიშვნის მიზანია შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების დაძლევა.
| Print |
FaceBook Twitter Google