საზოგადოება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე აკრძალვების დაწესება იგეგმება.

პროექტი,რომლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, პარლამენტს დეპუტატმა გუგული მაღრაძემ წარუდგინა.
პროექტის თანახმად საზოგადოებრივის თავშეყრის ადგილებში მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა სავალდებულო იქნება ან მოწევა მთლიანად აიკრძალება. ასევე, შესაძლოა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისათვის განკუთვნლი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე და ან სხვაგან ისეთი სახით, რაც თამბაქოს პროდუქციას ხილვადს გახდის.





| Print |
FaceBook Twitter Google