საზოგადოება
ზღაპარი „კონკია“ ახაშნის ბაგა-ბაღში [Photos]
ახაშნის საბავშვო ბაგა-ბაღ „კონკიაში“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 3-4 და 5-6 წლიანი ჯგუფები. პატარებმა ზღაპარი „კონკია“ წარმოადგინეს, რამაც დამსწრე საზოგადოებას შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.


„ბოლო სამი წლის განმავლობაში ბაღები თემატურ სწავლებაზე გადავიდნენ. წელს გადავწყვიტეთ ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს პროექტის პრეზენტაცია ბაღის სახელიდან გამომდინარე გაეკეთებინა. დღეს დავესწარით საბავშვო ბაგა-ბაღ „კონკიას“ პრეზენტაციას. ღონისძიება იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. მინდა განსაკუთრებული სიხარულით ვთქვა, რომ ეს ბაღი ბოლო ორი- სამი წლის განმავლობაში დახვეწილი, ლამაზი ღონისძიებებით გამოირჩევა. აქ არის ერთი მთლიანი შეკრული გუნდი, რომელმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ოთხი უძლიერესი ღონისძიება ჩაატარა. მადლობა მათ და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ.“-აღნიშნა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა.

პროექტის პრეზენტაციას, სკოლამდელი საღმზრდელო გაერთიანების თანამშრომლებთან ერთად, სხვა ბაგა-ბაღების მენეჯერებიც ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google