საზოგადოება
შშმ-პირების პენსია გაიზრდება
შშმ პირებისათვის პენსია პირველი ივლისიდან გაიზრდება. ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით,ამ საკითხს მთავრობა მომავალ სხდომაზე გაიტანს.


"მომავალ მთავრობის სხდომაზე, გამოვიტანთ საკითხს, რომლის მიხედვითაც პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და 18 წლამდე ბავშვებს, პირველი ივლისიდან, პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ. მომავალ მთავრობის სხდომაზე იქნება მსჯელობა და დიდი ალბათობით, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
| Print |
FaceBook Twitter Google