საზოგადოება
საქართველოს მოხალისე გურჯაანში
დღეს გურჯაანში პროექტ „საქართველოს მოხალისე“ -ს ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში კოორდინატორისა და წარმომადგენლის შერჩევას.
პროექტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

„ ყველა სოფელს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და კოორდინატორი. ისინი თავიანთ სოფელში სპორტისა და კულტურის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებს განახორციელებენ. იზრუნებენ სოფლის წინსვლასა და პრობლემური საკითხების მოგვარებაზე. კოორდინატორები გურჯაანში გახლავართ მე და ნინა ურატაძე,“ - გვითხრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რაიონულმა კორდინატორმა გიორგი ედიშერაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტისადმი ინტერესი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოხატა.

„პროექტში - საქართველოს მოხალისე - ერთვებიან ახალგაზრდები, რომლებიც დიდი შრომითა და შემართებით ცდილობენ შეცვლონ თავიანთი ქალაქი თუ სოფელი. ეს ახალგაზრდებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავადაც ბევრს სწავლობენ.“

როგორც კოორდინატორები ამბობენ, პროექტი შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სოფლის წარმომადგენლებს კი უახლოეს დღეებში შეარჩევენ.

| Print |
FaceBook Twitter Google