საზოგადოება
გურჯაანში ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო ნიშნები განთავსდა
გურჯაანში ნონეშვილის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე პარკირების მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები, უახლოეს პერიოდში კი დახაზვითი სამუშაოები დაიწყება.


„იმის გამო, რომ არ არის შუქნიშნები, ცენტრალურ და მის მიმდებარე ქუჩებზე გაკეთდა შემაფერხებლები. უნდა შევაჩეროთ მანქანები, რომლებიც ცენტრალურ ქუჩაზე დიდი სიჩქარით მოძრაობენ. შეიძლება უკმაყოფილო ხალხი გაგვიმრავლდეს , მაგრამ ავარიები შემცირდება. რაც შეეხება დახაზვას, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მდგრად ამინდებს ელოდება. ასფალტი არ უნდა იყოს ნესტიანი, რომ დახაზულმა დიდხანს გაძლოს. რაც მთავარია, კომპანია ვადებში ეტევა,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტმა გია ამისულაშვილმა.


ნონეშვილის გამზირი და თამარ მეფის ქუჩა მოძრაობის განტვირთვის მიზნით ცალმხრივი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე გზაგამყოფის დემონტაჟი აპრილში დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამისათვის - 30 ათასი ლარი გამოყო, პარკინგის მოსაწყობად კი - 78 ათას 589 ლარი განისაზღვრა.



| Print |
FaceBook Twitter Google