საზოგადოება
“თელავი-ახმეტის’’ მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის რეაბილიტაცია თებერვალში დასრულდება
კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის’’ 300 მმ დიამეტრისა და 27 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ უზრუნველყოფს.

აღნიშნულმა კომპანიამ სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ 2016 წლის 11 მაისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანია 2017 წლის თებერვლამდე უზრუნველყოფს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას. სამშენებლო-სარებილიტაციო მონაკვეთის ღირებულება 2 120 000 ლარია დღგ-ს გარეშე.

„თელავი-ახმეტის“ 27კმ-იანი მონაკვეთის 300 მმ დიამეტრის ახალი მილსადენის მშენებლობა მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოთა ფარგლებშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200 მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები სრულად შეიცვლება.


| Print |
FaceBook Twitter Google