საზოგადოება
„კახეთი-იონში“ ბასტილიის დღე აღნიშნეს [R]
14 ივლისს ფრანგი ხალხი ბასტილიის აღების დღეს ზეიმობს. გურჯაანის სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ეს თარიღი საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.

„მინდა პირველ რიგში ფრანგ ხალხს მივულოცო საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული. ჩვენ, როგორც ქართულ-ფრანგული სამედიცინო დაწესებულება, მათ საპატივსაცემოდ აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს. ფრანგულმა მხარემ ბევრი რამე გააკეთა ჩვენი კლინიკისთვის,“- გვითხრა სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ გენერალურმა დირექტორმა ნარგიზ ზიბზიბაძემ.

"კახეთი-იონის" შენობა და ეზო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ფრანგული დროშებითა და სხვადასხვა სიმბოლოებით მორთეს. როგორც მედპერსონალმა აღნიშნა, საფრანგეთის მიმართ პატივისცემა ამ მოკრძალებული ღონისძიებით გამოხატეს.
| Print |
FaceBook Twitter Google