საზოგადოება
თეა წულუკიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება
ხვალ 14:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.
17:00 საათზე ის თელავის იუსტიციის სახლში იუსტიციის მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით გამგებლებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრას გაიმართავს.

შეხვედრას დაესწრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გუბერნატორის მოადგილეები.

| Print |
FaceBook Twitter Google