საზოგადოება
პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის საფუძველზეც 226 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეწყალებულთა შორის 11 ქალბატონი, ხოლო 3 არასრულწოვანია.

„შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 154 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, 72-ს კი სასჯელი შეუმცირდებათ“, - აღნიშნა ქორიძემ.

მისივე თქმით, შეწყალების კომისიამ 18-24 ივლისს სულ 1 564 პირის საქმე განიხილა.

| Print |
FaceBook Twitter Google