საზოგადოება
ალექსი ნატროშვილის ტურნირში მეოთხე ბრიგადის გუნდმა გაიმარჯვა
7 ივლისს სოფელ კალაურში უკვე მეორედ მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.

ტურნირში, რომელიც გამგებლის წარმომადგენლის სოფელ კალაურში ალექსი პაპოშვილისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო.
„შეტყობინება სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს სამი კვირით ადრე გავუგზავნეთ, მაგრამ მხოლოდ 5 სოფლის გუნდი - ვაჩნაძეანი, კალაური, შაშიანი, ველისციხე და ბაკურციხე გამოცხადდა. ასევე მონაწილეობას იღებდა თბილისის ნომერ მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის გუნდი, სადაც ალექსანდრე ნატროშვილი მსახურობდა. პირველ ადგილზე მეოთხე ბრიგადის გუნდი გავიდა, მეორეზე - ბაკურციხის, ხოლო მესამე ადგილი კალაურის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა ალექსი ნატროშვილის სახელობის გარდამავალი თასი, ფოტოაპარატი, შესაბამისი ხარისხის მედლები და დიპლომები. ასევე საჩუქრებით და მედლებით დავაჯილდოვეთ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდებიც,“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.

მისივე თქმით, კერძო ბიზნესმენმა პირველ ადგილზე გასულ გუნდს 300 ლარი გადასცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულს - 200 ლარი. როგორც იზა თერგიაშვილმა განმარტა, ტრადიციული ტურნირი ყოველ წლის აგვისტოში გაიმართება.





| Print |
FaceBook Twitter Google