საზოგადოება
„თუშეთობა 2016“- ომალოში
დღეს და ხვალ, სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაული ,,მეცხვარის დღე - თუშეთობა - 2016“ გაიმართება.


ღონისძიების ფარგლებში მოხდება ახალგაზრდა და გამოცდილ მწყემსთა დაჯილდოება. ადგილობრივი და მოწვეული ჯგუფების მიერ გაიმართება კონცერტი. შედგება მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ბაგაში შერეკვა, ყველის ამოყვანა, თუშური ნაგაზის გამოფენა - დემონსტრირება, მატყლის დართვა, ჩეჩვა, ქსოვა... ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენის დათვალიერება.

პარალელურად გაიმართება სპორტული ღონისძიებები: მშვილდოსნობა; ნაბადზე ხტომა; ცხენის შეკაზმვა; ბაგირის გადაწევა; დოღი.
სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს ექნებათ საშუალება თუშური გარმონისა და სიმღერის ფონზე მიიღონ მონაწილეობა მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ტრადიციული თუშური კერძები: ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი, მწვადი, ხინკალი, კახური შოთი, ღვინო და არაყი.

21:00 საათზე ღონისძიება ფრანების გაშვებით დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთობა / ომალო /