ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD)
საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო შეხვედრების
ციკლს განაგრძობს.
პროექტის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ,
საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნონ და გეგმებისა შესახებ
ისაუბრონ.
ხვალ NIMD-ში პარტიის ზოგად მიზნებსა და ქალაქ თელავის განვითარების
გეგმაზე ,,ეროვნული ფორუმის" თელავი-ყვარელის გაერთიანებული საარჩევნო
ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გელაშვილი ისაუბრებს.
შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები