საზოგადოება
ირაკლი სესიაშვილი შს მინისტრს პატრულ-ინსპექტორების დაჯილდოების შუამდგომლობით მიმართავს

თელავი-ყვარლის გაერთიანებული ოლქის დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების საპატრულო ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებს გიორგი რომანიშვილსა და ბესიკ გულოშვილს  შეხვდა.

- "დარწმუნებული ვარ შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადოდ დააფასებს პოლიციელების გმირულ საქციელს. თუმცა, მე როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე, მივმართავ შუამდგომლობით შინაგან საქმეთა მინიტრს, რომ გიორგი რომანიშვილი და ბესიკ გულოშვილი დაჯილდოვებული იყვნენ შესაბამისი უწყებრივი ჯილდოთი."- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ,  გიორგი რომანიშვილმა და ბესიკ გულოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სარწყავ არხში ჩავარდნილი მცირეწლოვანი და-ძმა სიკვდილისგან იხსნეს.



| Print |
FaceBook Twitter Google