საზოგადოება
დედოფლისწყაროს სკოლაში გაჩენილ ხანძარს 10 საათი აქრობდნენ
დედოფლისწყაროში საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატის მეორე კორპუსი დაიწვა.

როგორც speqtri.ge-ს სკოლის დირექტორმა თეა სხირტლაძემ განუცხადა, ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო 10 საათის განმავლობაში ცდილობდა.

-"ამ კორპუსში მეშვიდე-მერვე კლასისთვის გამზადდა ოთახები, სატრაპეზო და საპირფარეშოები, დარბაზი. სულ ექვსი კლასი გვყვავს. მეშვიდე კლასელების მიღებას მომავალი წლისთვის ვაპირებდით. ხანძარი  წუხელ ღამით გაჩნდა,  3 საათისკენ შევიდა ზარი 112-ში.  შენობა საერთოდ გამოუყებებელია, სახურავი მთლიანად დაიწვა. რამდენიმე რაიონიდან მოვიდა სახანძრო და დაახლოებით ათი საათი მოუნდნენ ცეცხლის ჩაქრობას."

სკოლა-ინტერნატს დაახლოებით 83 მოსწავლე ჰყავს.

| Print |
FaceBook Twitter Google